LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდგომი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაა – ეკონომიკის მინისტრი

422
BeFunky-collage

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებს.

ნათია თურნავას თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის 70% გახსნილია და შემდგომი გახსნისთვის პრიორიტეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა.

„ცალსახად, პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაზეც არ გვაქვს ჩვენ ჯერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ისევ და ისევ რესტორნები, მთის კურორტები, ფიტნეს ცენტრები და კლუბები და ეს არის კონცერტები, კულტურული ღონისძიებები, მასობრივი ხასიათის ღონისძიებები. ძირითადად ეს საქმიანობები რჩება [ჩაკეტილი], მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახლო პერიოდში შევძლებთ ვიმსჯელოთ რა პერსპექტივებია და როდისთვის გვექნება ამ სფეროების გახსნაზე სავარაუდო საუბარი“.- აღნიშნა თურნავამ “იმედის” ეთერში.

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება. საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოში აღნიშნავენ, მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g