LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევების უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქია, მხოლოდ დაკვირვება სჭირდებათ, წამალი თითქმის არა: გამყრელიძე

197
BeFunky-collage

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა ზრდის ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა და მსუბუქად მიმდინარეობს. ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ბოლო დღეების პოზიტივია ის, რომ იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც უცბად დაეცა ახალ ინფიცირებულთან შეფარდებით. აგვისტოში გარკვეულ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გვქონდა 82 პროცენტი საერთო ინფიცირებულების. შემდეგ დავარდა სადღაც 39 პროცენტამდე, როცა სექტემბერში გვქონდა და გვაქვს ძლიერი ზრდა. ახლა ისევ ავდივართ თანდათან 52 პროცენტზე და ტენდენცია მდგრადია. ეს პატარა, მაგრამ ნიშანია, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათანობით მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ რიცხვში სიკვდილიანობა გაზრდილია და 53 გვაქვს, 19 გვქონდა აგვისტოში, ინფიცირებულებთან პროცენტული შეფარდება გვაქვს 0.60 მეასედი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. გამოჯანმრთელებულების პროცენტული ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ მაინც შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობის“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე, განმარტა მსუბუქი პაციენტების მართვის პრინციპი და თქვა, რომ საქართველოში აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულების მართვა ხორციელდება დედაქალაქშიც, იმერეთის რეგიონსა და მეტწილად აჭარის რეგიონში, სადაც დღეის მდგომარეობით ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს საკუთარ სახლში.

416 აჭარაში, 72 კი თბილისში – ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

„აჭარაში წარმატებით დაიწყო პილოტირება ინფიცირებულების ბინაზე მართვის, რომელიც უკვე გადმოტანილია იმერეთსა და თბილისშიც, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით. ასეთი უკვე დაახლოებით 1 000-ზე მეტია აჭარაში, ისინი წარმატებით იმართებიან ბინაზე. მათ მხოლოდ დაკვირვება და ოჯახის ექიმის კონსულტაციები სჭირდებათ, წამალი თითქმის არა. ისინი 12 ან 10+3 დღის შემდეგ გადიან იზოლაციიდან“ –  განაცხადა გამყრელიძემ.

magti 5g