„გრემისა“ და „ოსკარის“ მფლობელი მუსიკოსი შერი მზადაა თავისი სახლი უკრაინელ ლტოლვილებს დაუთმოს. ამის შესახებ მომღერალმა ინტერვიუში განაცხადა.
„მინდა მივიღო უკრაინელები ჩემს სახლში. ისინი აქ უსაფრთხოდ იქნებიან, მე მათზე ვიზრუნებ“, – ამბობს 75 წლის შერი. შერი ამბობს, რომ ახლა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, იზრუნოს უკრაინელ ხალხზე.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინელი ლტოლვილებისთვის სახლის დათმობაზე ისაუბრა ბენედიქტ კამბერბეტჩმაც.