LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაშური რძალ-დედამთილობა – კამილა პარკერ-ბოულზს ოფიციალური ფოტო ქეით მიდლტონმა გადაუღო

251
კამილა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამილა პარკერ-ბოულზსა და ქეით მიდლტონს ცუდი ურთიერთობა აქვთ, სამუდამოდ გაცამტვერდა. ამის დასტურია ახალი ფოტოები, რომელიც ინტერნეტში დღეს გავრცელდა. ფოტოზე ჩანს, რომ კამილას ახალ ოფიციალურ ფოტოებს თავად ქეით მიდლტონი იღებს.

ფოტოები „რე მილ ჰაუსშია“ გადადაღებული, კამილა პარკერს ულამაზესი ცისფერი კაბა აცვია და ყვავილების ფონზე პოზირებს.

ფოტოები „ქანთრი ლაფ მეგეზინის“ გარეკანისთვის ქეით მიდლტონმა გადაიღო, ფოტოზე ჩანს კემბრიჯის ჰერცოგინია ფოტოაპარატით ხელში, რომელიც საუკეთესო კადრების დაჭერას ცდილობს. ფოტოს საბოლოო ვერსია უკვე გამოქვეყნდა და ის მართლაც ძალიან ლამაზია.

ცნობილია, რომ ქეითი გატაცებულია ფოტოგრაფიით და საკუთარი შვილების ფოტოებსაც, თავად იღებს.

„ეს პრინცესა დაიანასაც კი გააოცებდა“  – 74 წლის კამილა პარკერ-ბოულზის ეფექტური თეთრი ანსამბლი მოდის კვირეულზე

ქეით მიდლტონი უიმბლდონის ფინალზე „ალესანდრა რიჩის“ 1600 დოლარიანი კოპლებიანი კაბით გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები