LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა, ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

53
აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტი

„პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის”, – ამ განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, სოციალურ ქსელ Twitter-ში „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოცხადდა.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის”, – წერს ნედ პრაისი.

დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს: ამერიკელი სენატორები

 

mazda magti 5g