LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიმშილობენ ბავშვებიც და მოზრდილებიც!!! ჯანმრთელ მომავალს სწორი, ბალანსირებული კვება სჭირდება!” – ინგა მამუჩიშვილი

88
ინგა-მამუჩიშვილი

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის შედეგებზე პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი საკუთარ გვერდზე წერს. ცნობილი პედიატრი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, საქართველოში ბავშვები და მოზრდილები შიმშილობენ, რაც სამომავლოდ მათ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

“შიმშილობენ ბავშვებიც და მოზრდილებიც!!! ნამდვილად შიმშილობენ!!! პურით, კარტოფილით და მაკარონით კუჭის ამოვსება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმმა მისთვის საჭირო ძირითადი ინგრედიენტები, ვიტამინები და მიკროელემენტები მიიღო… ასეთი ბავშვი კახექსიურად კი არ გამოიყურება, პირიქით,ზედმეტი წონა აქვს! დროთა განმავლობაში მას უამრავი პრობლემები გამოუვლინდება ნერვული, ენდოკრინული, იმუნური, სისხლის სისტემის მხრივ…ჯანმრთელ მომავალს სწორი, ბალანსირებული კვება ჭირდება! ამის შესაძლებლობა ყველა ოჯახს უნდა ქონდეს და არა ერთეულებს!!!”-წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები