ვესტმინსტერის სააბატოში საშობაო კონცერტი გაიმართა, რომელსაც სამეფო ოჯახი თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრო. ამ დღეს ქეით მიდლტონის გამოსვლას ისტორიული უწოდეს, რადგან კემბრიჯის ჰერცოგინია მართლაც საოცრად გამოიყურებოდა. საშობაო კონცერტისთვის ქეითმა ფერებიც შესაფერისი აარჩია. ის ბრწყინავდა „ქეთრი უოლკერის“ წითელ პალტოში, რომელიც ულამაზესი ბაფთით იყო გაფორმებული.
ანსამბლს ქეითმა ამავე ფერის ფეხსაცმელი და კლატჩი შეუხამა. პრემიერამდე ის ძალიან ბედნიერი ჩანდა და ცხადია, ღონისძიებას პრინც უილიამთან ერთად დაესწრო. კონცერტზე ასევე იმყოფებოდნენ პრინცესები, ბეატრისი და ევგენია.
ქეით მიდლტონი „რალფ ლორენის“ 180 დოლარიანი რეტრო პერანგით კარლ ფაბერჟეს გამოფენაზე
ბროწეულისფერი შემოდგომა – ქეით მიდლტონი „ტაილერ ჰობსის“ ულამაზეს პალტოში