LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: დანაშაულის კლების ტენდენცია გრძელდება, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 50%-მდე გაუმჯობესდა

62
11

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენცია გრძელდება.

დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებზე ვახტანგ გომელაურმა დღეს, პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

გომელაურმა დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის დასაწყისში, 2020 წელს დაწესებული შეზღუდვების გამო, დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ 2021 წელს, ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გარკვეულ კატეგორიებში მოსალოდნელი იყო დანაშაულის ზრდა, თუმცა, მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა თუ შეძლო შეენარჩუნებინა მიღწეული შედეგი, არამედ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გააუმჯობესა 35.5%-დან 50%-მდე:

“ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში სტაბილურად მცირდება ისეთი დანაშაულების რაოდენობა, როგორიც არის ქურდობა. 2020 წელს, წინა წელთან მიმართებით, დაიკლო 2202 ფაქტით (10%-ით). ქურდობების მაჩვენებელი დაკლებულია 2021 წელსაც, როგორც 2020 წელთან (1031 ფაქტით), ასევე, 2019 წელთან შედარებით (-3 233 ფაქტით). ამასთანავე, გასულ წელს ქურდობის გახსნის მაჩვენებელი 22%-დან გაზრდილია 34%-მდე.

მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოწვევაა, პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა კიბერდანაშაულთან მიმართებით და 2021 წელს ამ ტიპის დანაშაულმა 1029 ფაქტით დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ კერძო სექტორთან (საბანკო და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან) და მივაწოდეთ მთელი რიგი რეკომენდაციები მომხმარებლების დაცვის გაუმჯობესების კუთხით. ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად კი,
კიბერდანაშაულთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერება გაცილებით ამაღლდა”,- განაცხადა გომელაურმა.

გომელაური: საზღვარი 100%-ით დაცული არც ერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ვახორციელებთ ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას

25 აპრილიდან – მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში: ვახტანგ გომელაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g