LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში იმ პირს დაიბარებენ, ვინც აქციის მონაწილეების ავტომანქანაში გაზი შეასხა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ პირს დაიბარებენ, ვინც გუშინ ველისციხესთან აქციის მონაწილეების ავტომანქანაში სავარაუდოდ, გაზი შეასხა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ვიდეო-კადრების შესწავლა უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირის დადგენა, რომელსაც გამოკითხვაზე დაიბარებენ.

გუშინ, ველისციხესთან ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, მათი გაზით ინტოქსიკაცია სცადეს. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, იმ მანქანებში, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფებოდა, გაზი შეუშვეს. „მე ვერ გეტყვით, რა გაზი შემოუშვეს, ჯანმრთელობის რა დაზიანება მივიღეთ, თუმცა ვინც ვიყავით მანქანებში, გვაქვს პირის სიმშრალე“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები