LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შთამბეჭდავი და ორიგინალური გზისპირა მოსასვენებელი სივრცე, რომლის მოწყობაც ყაზბეგში იგეგმება (ფოტოები)

160
84452466-2449089022021409-8651436633893109760-o

კომპანია SPECTRUM თანამედროვე გზისპირა მოსასვენებელი სივრცის პროექტის ფოტოებს აქვეყნებს, რომლის განთავსებაც ყაზბეგში იგეგმება.

„ჩვენი არქიტექტორების მიერ შემუშავებული ობიექტი იდეალურად ერგება ყაზბეგის ტოპოგრაფიას და მის მთიან რელიეფს. ის ბუნებრივად ერთიანდება არსებულ გარემოსთან და შორიდან მის ბუნებრივ დანამატად აღიქმება.

ინტერიერის დიზაინის კონცეფცია თანხვედრაშია ფასადის დიზაინთან. პირველი სართული წარმოადგენს ღია სივრცეს, რომელშიც ინტეგრირებულია სხვადასხვა ფუნქციური ერთეულები: საკონცერტო დარბაზი, სწრაფი კვების ობიექტი, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა. სხვადასხვა სივრცეები დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ შენობაში და მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მის ფუნქციურ აქტივობას.

შენობის მეორე სართულზე განთავსებულია რესტორანი, რომელიც ულამაზესი მთის ხედებით განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე.

პროექტი ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსების რაცოინალურ გამოყენებას და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე მიდგომის სინთეზით“, – წერენ SPECTRUM-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები