LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შველას ითხოვდა, ვიღაცას უყვიროდა “ხელი გამიშვიო”: თბილისში დაკარგულ გოგონას ეძებენ

398
ბროკ

თბილისში, დაკარგულ ავსტრალიელ გოგონას ეძებენ, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც პოსტის ავტორი წერს, შანაე ბრუკი მთაწმინდის მიმართულებით სავარჯიშოდ წავიდა. მასთან ბოლოს კონტაქტზე გასულს კი საეჭვო ხმები მოესმა, თითქოს მას ვიღაც თავს ესხმოდა.

პოსტი ფეისბუქზე ვრცელდება 

სასწრაფოდ! გთხოვთ ყველამ გააზიაროთ!
ვციტირებ: ეს გოგონა, შანაე ბრუკი, ჩამოვიდა ავსტრალიიდან აქ მუშაობდა რამდენიმე ადგილას ინგლისურენოვან პედაგოგად. ზაფხულის არდადეგებს ატარებდა საქართველოში და ორი დღის წინ ჩამოვიდა აჭარიდან “ბაიკით.” ეს აქტიური გოგონა ცხოვრობს გოგებაშვილზე. საიდანაც გუშინ (რიგორც მეგობარს ტელეფონზე უთხრა, 11 ზე დაამთავრა ონლაინ სამსახური და გავიდა სავარჯიშოდ) გავიდა და წავიდა მთაწმინდის მიმართულებით “hike-ზე” სადაც ხშირად დადიოდა მარტოც და მეგობრებთან ერთადაც.
მის ბოლო კვალზე მისივე მეგობარი (რომელიც უცხოეთშია) საუბრობს. შუადღეზე სატელეფონო ზარის მომენტში ამ გოგონას საშინელი განწირული ხმები მოესმა, თითქოს “she was being attacked by someone” და შველას ითხოვდა ვიღაცას უყვიროდა “ხელი გამიშვიო”
იმავე საღამოდან პოლიცია გოგონას ეძებს, და ერთადერთი რაც ამოიღეს არის ის რომ მისი მობ. ტელეფონი იძებნება ოქროყანის ტყეში.
გთხოვთ თუ სადმე შეგხვდათ ან რაიმე გაიგეთ დარეკოთ პოლიციაში ან შემოგვიერთდეთ მოყვარულებს ძებნაში რომელიც იწყება ამ “ლოკაციიდან: ”
პოსტის ავტორი ლოკაციებს ავრცელებს:
ლოკაცია 2

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები