LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიცოცხლე შენარჩუნებულია, ვიმედოვნებთ ბეწვის ხიდზე წარმატებით გავივლით” – ლევან რატიანის ბრიფინგი 

1855
BeFunky-collage - 2020-08-25T122639.009

თბილისის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შატილში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო რამდენიმე საათია დადებითი დინამიკა შეინიშნება. ლევან რატიანმა ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“23-ში ჩვენთან შემოვიდა 3 პაციენტი შატილის შემთხვევიდან. შემოსვლისთანავე მათი მდგომარეობა იყო მძიმე. ამჟამად ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მეტ-ნაკლებად გვაქვს დადებითი დინამიკა. ჰემოდინამიკა შენარჩუნებულია. სამივე მათგანთან გაჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვლენილია დადებითი დინამიკა. თავის ტვინის დაზიანების კლინიკური მაჩვენებელის ერთ-ერთი გამოვლინება ის არის, რომ სიცოცხლე შენარჩუნებულია. უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა. ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. თირკმლის მწვავე უკმარესობა იყო, მაგრამ ახლა უკეთესობაა. ამ ეტაპზე ბოლო რამდენიმე საათია დადებითი დინამიკაა. ვიმედოვნებთ სამივე გადარჩება” – განაცხადა ლევან რატიანმა.

„შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა უმჯობესდება“ – ლევან რატიანი

რატიანის განმარტებით, პაციენტი, რომელსაც გუშინ ნაწლავებზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ჯერ კიდევ მძიმედ ფასდება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. მისი განმარტებით, პაციენტს ნაწლავების გახეთქვა აღენიშნებოდა და ქირურგიული ჩარევის შედეგად მოხდა გაკერვა. ამ ეტაპზე მასთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

“ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ გზას, რომელიც პაციენტებმა უნდა გაიარონ გამოჯანმრთელების პირობებში, ალბათ ბეწვის ხიდზე, ალბათ წარმატებით გავივლით”, – აცხადებს ლევან რატიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g