LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოვაკზე“ ჯანმოს პირველადი შეფასება საკმაოდ კარგია, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს – გამყრელიძე

58
ამირანი 55

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოვაკზე“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასება „საკმაოდ კარგია“.

„ჩინეთმა საქართველოს ვაქცინის 100 ათასი დოზა აჩუქა. ამ ვაქცინით აცრილია ას მილიონზე მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში. ესეც ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში.

სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გამოყენება, აქ არის 14-დან 28 დღემდე, სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით შედარებთ ნაკლები გვერდითი მოვლენებით.

რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და ალბათ, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება.

ველოდებით, რომ „სინოვაკი“ უახლოს ხანში ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასებით, „სინოვაკს“ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს.

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვირის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა დაიწყება“, – აცხადებს გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g