LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს – 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

21739
es qali

89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, რომელიც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ხშირად წერს თავისუფლებაზე და აკრიტიკებს მათ, ვისაც განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან კინოპრემიერას ეხმაურება.

BBC ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან პრემიერაზე სტატიას აქვეყნებს

გთავაზობთ მის სტატუსს:

„უყურებ კინო „ამირანთან განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის, ნუთუ ამდენი მე 19 -ე საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ? ნუთუ ერთი კინოფილმი ისე საშიშია მათთვის, რომ ასეთი ამბავი ატეხეს? გასაგებია „ქართულ მარშსმეტს ვერ მოთხოვ, მათი გონება ჯერ ვერ დაეწია თანამედროეობას. მე უბრალოდ მაინტერესებს, მათ შორის ახალგაზრდები როგორ მოხვდნენ? ან რას ფიქრობენ ისინი?სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს.

ლევან გელბახიანი EFA-ს საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში წარადგინეს

ამავე ნომინაციაში ლევან გელბახიანთან ერთად წარდგენილი არიან ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდენი, ასევე, პიეფრანჩესკო ფავინო.

მანამდე ლამარა აბჟანდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სიამოვნებით უყურებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები