LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტყვა ყოფილი ვერაფერს აკლებს ადამიანურ ურთიერთობებს! ხშირად მომისმენია “ეს ბლოგერი”, “კლავიატურა”, “გურამა”.. მაგრამ პატარა ადამიანებისგან არასდროს მწყენია“ – რას წერს გურამ შეროზიას ყოფილი მეუღლე

121
BeFunky-collage

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე გურამ შეროზია გიორგი მეტრეველსა და კოსტა სანიკიძესთან ერთად აუთსაიდერების სკამზე დაჯდება. შაბათის ლაივზე გადაწყდება, ვინ დატოვებს პროექტს.

ამ ფონზე, გურამი მისი ყოფილი ცოლის ფეისბუკ პოსტს უზიარებს მეგობრებს და წერს, რომ ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, მისთვის დიდი მოტივაციაა.

“როცა შენი “დანგრეული” ბევრი მტრის მთელზე უფრო მყარი და სიყვარულით აღსავსეა

პ.ს. დიდი მადლობააა, მიხარია, ვძლიერდები და ხვალ თავით და კბილებით გავიტან ყველაფერს, იმხელა მოტივაცია და მუხტია ???“, – წერს გურამ შეროზია.

რაც შეეხება თავად ხატია ჯოხარიძის ფეისბუკ პოსტს, გურამ შეროზიას ყოფილი მეუღლე წერს, რომ “სიტყვა ყოფილი ვერაფერს აკლებს ადამიანურ ურთიერთობებს!”

„? 0903300306

იშვიათად მისაუბრია მასზე საჯაროდ, ისიც იმიტომ კი არა რომ სათქმელი არ მაქვს, ან არ მქონია, უფრო იმიტომ რომ ყოფილ ქმარზე საუბრის შემდეგ საზოგადოების მილიონი აზრის და შეფასების მოსმენა მაგრად მეზარებოდა.

ჩვენი მეგობრობის ბევრს არ ესმის და არც არის საჭირო რომ გაიგოს, მაგრამ აუცილებლად მინდოდა მეთქვა, რომ სიტყვა ყოფილი ვერაფერს აკლებს ადამიანურ ურთიერთობებს!

რომ ეს ყველაფერი ორივეს და უფრო გურამის დამსახურებაა. იცით? ხშირად მომისმენია “ეს ბლოგერი”, “კლავიატურა”, “გურამა” და რავიცი რა არ, დამაკნინებელ/დამამცირებელ კონტექსტში, მაგრამ პატარა ადამიანებისგან არასდროს მწყენია. ასეთ რამეებზე სულ მეღიმება, რომ არ იცნობენ და მოთქვამენ, თავიანთი ფსევდო “მამაკაცურობის” ხაზგასასმელად:)) სასაცილოა აბა რა არის. კარგი ადამინობა რთულია მეგობრებო.

მომიტევეთ, თუკი სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისთვისაც გურამი მხოლოდ ბლოგერი და ლექტორი არ არის. ღირსება, სამართლიანობა, განსაკუთრებული იუმორი, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჰუმანურობა – მასთან ასოცირდება. კეთილსინდისიერი და ძალიან მიზანდასახული ადამიანია ჩემი შვილის მამა.

მიყვარს ჩვენი სიყვარული, რომელიც დგას უდიდეს მეგობრობაზე და ჩემთვის მეგობრობაზე დიდი სიყვარული ჯერ არ არსებობს.)

მართალია გუციმ მასწავლა, რომ  ხათრით არასდროს არ უნდა მეცხოვრა,

ჩემი სურვილის და სულის გარეთ არაფერი მეკეთებინა, მაგრამ ჯერ ვერ ვისწავლე.)

შენი ხათრით ვუყურე და ვისწავლე ხმის მიცემაც, რადგან შენ არჩევანს პატივს ვცემ და გგულშემატკივრობ ყველგან და ყველაფერში სადაც არ უნდა იყო!

Guram Sherozia?

ეს ფოტო რატომ ავარჩიე არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირი ლამაზები და ახალგაზრდები ვართ. ), – წერს ხატია ჯოხარიძე.

გურამ შეროზია ყოფილ ცოლთან მეგობრობს: „ამაში გასაოცარი არაფერია…“

რა შეემთხვა გურამ შეროზიას: „უკვე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ – ვიყიდო იარაღი და გავიფორმო ოფიციალურად. სხვანაირად თავს და ოჯახს, მგონი, უკვე ვეღარაფრით დავიცავ“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები