„ღამის პრაიმ ტაიმს“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გურამ შეროზია ყოფილ მეუღლესთან, დედასთან და შვილთან ერთად ესტუმრა.
გურამმა და მისმა მეუღლემ ისაუბრეს, როგორია თანაცხოვრება და მეგობრობა ქორწინების დასრულების შემდეგ.
„გასაოცარი არაფერია ამაში მაშინ, როცა გყავთ საერთო შვილი. მინდა, ელენეს მამა იყოს კარგად ისევე, როგორც გურამს უნდა, ელენეს დედა იყოს კარგად. უფრო კარგი მეგობრები ვართ…“