LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვადასხვა ოლქში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატების დაყენება არის ამ არჩევნებზე მაღალი შედეგის გარანტია“ – გიგი წერეთელი

33
წერეტელი

„წარმოგიდგენთ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებიც იბრძოლებენ საერთო ოპოზიციური გამარჯვებისთვის“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ  გიგი წერეთემა მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, თბილისსა და რეგიონებში ოპოზიციის კოორდინაცია არის მაღალი შედეგის გარანტია.

„დღეს ევროპული საქართველო წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან გუნდს, ჩვენს წარმომადგენლებს, ჩვენს თანამებრძოლებს და მეგობრებს, ვინც დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებულად გამოვა არჩევნებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ოლქში, მათ შორის იქნებიან მერობის კანდიდატები და ხაზს გავუსვამ შეთანხმებული კანდიდატებიც საერთო ოპოზიციური, მათ შორის რათქმაუნდა იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურები, მაჟორიტარები და ის ხალხი, ვინც ჩვენი პარტიის სახელითაც და საერთო ოპოზიციური ერთობითაც შეეცდება და მე დარწმუნებული ვარ წარმატებით გაივლის ამ არჩევნებს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მინდა მივესალმო ამ გუნდს მათზე მოგვიანებით პერსონალურადაც იქნება წარდგინებები, მაგრამ სანამ გადავალ სხვა საკითხებზე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროპულმა საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ოპოზიციის კოორდინაციისთვის, მე ვფიქრობ ჩვენი კონტრიბუცია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია შესაბამისად ჩვენს ამომრჩეველს ხშირად ესმით შეთანხმებული კანდიდატების თაობაზე, მაგალითად თბილისში ეს წარდგენა უკვე იყო და მომავალშიც იქნება, სხვადასხვა პარტიებსაც ყავთ შეთანხმებული კანდიდატები, რაც არის გარანტია იმისა, რომ ოპოზიციას ექნება ძალიან მაღალი შედეგი ამ არჩევნებზე.

მოკლედ მინდა შევეხო ამ არჩევნების მნიშვნელობას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ხშირად გვესმის ეს გვესმის, რომ ეს არის რეფერენდუმი და ეს მართლაც ასეა, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს განვითარების გზა, რომ იმ უდიდეს გასაჭირს რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, იქნება ეს პანდემიის მართვა, იქნება ეს ოჯახის გამოკვება, იქნება ეს დასაქმება თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, უამრავი გამოწვევა აქვს საქართველოს, რომელსაც ეს მთავრობა ვერ უმკლავდება, ამიტომ თუ გვინდა და გვესმის, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ესმის ცვლილებების მნიშვნელობა და ის, რომ საქართველომ თუ მას სურს გააგრძელოს განვითარების გზა, თუ მას სურს ქონდეს ღირსეული ადგილი ცივილიზებულ სამყაროში თუ მას სურს გაუმკლავდეს ოკუპაციას და სურს, რომ ეკონომიკურად დადგეს ფეხზე ჩვენი მოსახლეობა და არ იყოს ადამიანების მთავარი ამოცანა საქართველოდან წასვლა, ასეთ ვითარებაში მიუხედავად ყველა ინსტრუმენტისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გამოიყენებს დარწმუნებული ვარ ხალხის ნება იქნება მთავარი, ეს განწყობილება არის ჩვენს მოსახლეობაში, შესაბამისად ოქტომბრის არჩევნებზე უნდა იყოს შედეგი, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას და საქართველოს მისცემს შანსს, როგორც ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ქვეყანა, მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს.“ – განაცხადა წერეთელმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები