LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ

1402
მალხაზ კობაური

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ.

როგორც საქმის პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი ვერდიქტის მოლოდინი აქვს.

თავის მხრივ, კობაურის ადვოკატები საუბრობენ, რომ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არის და რომ მალხაზ კობაური ამ საქმეში მსხვერპლია.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები