აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სოფელ კოკში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საწარმო 300 მდე ადგილობრივ ფერმერს მოემსახურება.
,,დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი ფერმერები მაღალი ხარისხის თხილს აწარმოებენ, თუმცა მოსავლის აღების შემდეგ ხარისხის შენარჩუნება რთულია. ამიტომ, ამერიკის მთავრობამ ხელი შეუწყო ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სოფელ კოკში გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას. საწარმო დაახლოებით 300 ადგილობრივ ფერმერს მოემსახურება.
პროექტი ხორციელდება USAID/Georgia, AgriGeorgia/Ferrero-სა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ”- ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ამერიკის მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700 000 დოლარი გამოყო.
ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად აშშ-მა საქართველოს $700 ათასი გადასცა
საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადება
ასევე, წინა დღეებში ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფანინსებლად 500 000 ათასი დოლარი გამოყო.