SOLO და King David-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, SOLO მომხმარებლები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენისას ფასდაკლებითა და იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ბანკიდან აცნობეს, სპეციალურად SOLO მომხმარებელს, აქვს უნიკალური შესაძლებლობა King David-ში საცხოვრებელი ბინა განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს და 6 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღოს ბინისა და საყოფაცხოვრებო ნივთების (ავეჯი, ტექნიკა და სხვ.), ასევე დაზღვევის პაკეტი სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“.

ბანკის ინფორმაციითვე, King David-ის ცათამბჯენი, ქართველი და გერმანელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული კომპლექსია, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს წარმატებული და საქმიანი ადამიანებისათვის; ეს არის ადგილი, სადაც ბიზნეს საქმიანობისთვის, გართობისთვისა და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05