LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლოლაკში დღეს პური უფასოა: „მიხარია და ვამაყობ“

539
3-9

„მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. მიხარია და ვამაყობ !!!“, – ამ სათაურით ქვეყნდება ფოტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, კერძოდ კი, სოლოლაკელების დახურულ ჯგუფში. პოსტის ავტორი საბა ხაჟალიაა, რომელიც მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე თონის ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ჩანს, რომ დღეს ამ თონეში მიმსვლელი მომხმარებლისთვის პური უფასო იქნება.

ცხადია, სოციალურ ქსელში ამ პოსტს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „კეთილშობილი მეპატრონე. ვამაყობ, ჩემი მეზობელია; სიკეთე და სიხარული მისცეს უფალმა ამ კეთილშობილ ადამიანს!; ნამდვილად-მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ქრისტიანული საქციელი და ყველაზე გემრიელი შოთები. მადლობა; ნამდვილად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაა, ადამიანური საქციელი, ბრავო! გუშინ მეც შემხვდა პური, გავოცდი თანხა უკან რო დამიბრუნეს, მადლობა დიდი მეპატრონეს, მცხობელს! ასმაგად დაგიბრუნდეთ ეს სიკეთე“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები