LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლომონ ნერგაძე: “ეს რამხელა გული გდებია გულში, მარიტა! ერთმა პატარა გოგონამ სიყვარულის, ადამიანობის, სულის უტეხობის და თავგანწირვის გაკვეთილი ჩაგვიტარე მთელ ერს”

812
310625657_1189525465274080_1394051954362450910_n

ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნერგაძე 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გმირობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ერთმა პატარა გოგონამ სიყვარულის, ადამიანობის, სულის უტეხობის და თავგანწირვის გაკვეთილი ჩაუტარა მთელ ერს.

“ღმერთო, როგორ მეცოდება ეს პატარა გოგო!…

რამხელა გული გდებია მკერდში, შვილო!

დევის გული გქონია შენ და დევის კიდე, შენი გული… არცერთს არ გიფიქრიათ საკუთარ თავზე…

შვილო, დარწმუნებული ვარ, რამხელა ბედნიერების გრძნობით გაგიყოფდა დევი თავის სიცოცხლეს…

ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი დარჩენილი სიცოცხლის ცხრა მეათედს თუ შენ გაჩუქებდა განგება…

ეს რამხელა გული გდებია გულში, მარიტა!…

შენნაირი შვილის გამზრდელი დედა და მამა ტკივილის და სიმწარის კი არა, ბედნიერების ღირსები არიან… მზე კი დაუბნელდათ…
ვერც ვუსამძიმრებ…

ერთმა პატარა გოგონამ სიყვარულის, ადამიანობის, სულის უტეხობის და თავგანწირვის გაკვეთილი ჩაგვიტარე მთელ ერს, გაკვეთილი, რომელიც შენი მამისტოლა კაცმა გაიმეორა…

ანგელოზებთან ხარ, შვილო, თავად ანგელოსო!…

მაპატიე, ვერ გეუბნები იმას, რაც შიგნით მიტრიალებს…

შენს მშობლებს კი, გული დასჭირდებათ ჩემი?! – აქვთ!

სისხლი დასჭირდებათ ჩემი?! – აქვთ!

დარჩენილი სიცოცხლე დასჭირდებათ?! – აქვთ”, – წერს სოლომონ ნერგაძე.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პროკურატურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე კადრებს ასაჯაროვებს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალდება წარუდგინეს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები