LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის კონფლიქტი ლარის გაუფასურებაზე კიდევ უფრო იმოქმედებს – კახა გოგოლაშვილი

140
kakhagogolashvili (1)

„სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება უფრო მეტ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას“,- ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ რონდელის ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთიან ყარაბაღში ომის გამწვავება რეგიონისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის არაერთი პრობლემის მომტანი იქნება. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველო რისკის ზონაში აღმოჩნდება და ეს თავისთავად იმოქმედებს ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაზე.

„ჩვენ სომხეთთან და აზერბაიჯანთან გვაქვს საკმაოდ ინტენსიური ვაჭრობა. Covid-19-ის ფონზე ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია. მეზობელი ქვეყნების კონფლიქტი კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას.

საქართველო რისკის ზონაში აღმოჩნდება და ეს თავისთავად ასევე იმოქმედებს ჩვენი ეროვნული ფულადი ერთეულის კიდევ უფრო გაუფასურებაზე.

უამრავი ეკონომიკური პრობლემა თან სდევს ასეთი სახის გრძელვადიან კონფლიქტს.

როგორც მკვლევარმა განმარტა, პრაქტიკულად ყველა მოსაზღვრე სახელმწიფო ჩართულია ამ კონფლიქტში პირდაპირ ან ირიბად. შესაბამისად, მისივე პროგნოზით, ამ სიტუაციაში საქართველოს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდება.

რუსეთი და სომხეთი იქნება დაინტერესებული საქართველოზე გაიაროს სამხედრო ტვირთებმა, ან მთლიანად რუსეთის ჯარმა – კახა გოგოლაშვილი

მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g