LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ გომელაურმა შვილის საქმრო მისი ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა

3947
BeFunky-collage

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში გოგაშვილი საუბრობს მინისტრ ვახტანგ გომელაურზე და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მან საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა და აწამებინა.

“შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ, მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო. რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის?

მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო, თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი, აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუს-ის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე, თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ?

ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!”. – წერს გოგაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g