LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც: “ნამახვანჰესის” აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

100
Untitled design (1)

“მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, პირდაპირ გინებით, პირდაპირ ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც.” – გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა ამბობს, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

დაკავებულია პირი, რომელიც გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა: შსს

ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაკავებულის ძმამ თქვა, რომ ამდენი სპეცრაზმელის სოფელში შესვლა და ასეთი ვითარების გამოწვევა საჭირო არ იყო. მისი თქმით, დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაშია, “მაკაროვის” ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით:

“ჩემი ძმის დაკავება მოხდა დღეს, მაგრამ არ მოხდა დაკავება ისე, როგორც საჭირო იყო. არ იყო საჭირო ამდენი სპეცრაზმელის სოფელში შემოსვლა და ასეთი ვითარების გამოწვევა. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, პირდაპირ გინებით, პირდაპირ ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც. ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებდა “ნამახვანჰესს”, პოლიციისთვის მას ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა და დაუწყეს ჩუმი ძებნა. არც გააფრთხილეს ისე. დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაშია, “მაკაროვის” ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. არ იყო მიმალვაში ირაკლი მუკბანიანი და არც იყო საჭირო სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა.” – აცხადებს დაკავებულის ძმა.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმ პირის დაკავების შესახებ, რომელიც უწყების ცნობით,  გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა.

“პოლიციის თანამშრომლებს დაკავების დროს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები