მკვლევარები ახალ დასკვნამდე მივიდნენ, რომლის მიხედვით, სტადიონზე ფეხბურთის ყურება მხედველობის შესანარჩუნებლად კარგია.

ლონდონში, Focus Clinic-ის თვალის ქირურგის, დევიდ ალამბის განმარტებით, ღია სივრცეში, ხალხით დატვირთულ ადგილას ყოფნა, რომელიც სასიამოვნო ემოციებს აღძრავს ადამიანში, იწვევს დოფამინის გამომუშავებას ორგანიზმში. დოფამინი სასიამოვნო შეგრძნებების აღძვრასთან არის კავშირში. იგი ადამიანის ორგანიზმში  ფუნქციონირებს, როგორც ნეიროტრანსმიტერი:

“დოფამინის გამოსამუშავებლად ერთ-ერთი კარგი საშუალება სტადიონზე ფეხბურთის ან სხვა ნებისმიერი საყვარელი სპორტის ყურებაა. არ აქვს მნიშნველობა მათი თამაშის ხარისხს. მთავარი ის არის, რომ დოფამინი მხედველობისთვის ძალიან სასარგებლოა და მის შენარჩუნებას ხელს უწყობს”

დევიდ ალამბის განცხადებით, თვალი განვითარებას პუბერტატულ ასაკში ასრულებს, შესაბამისად, ღია და ხალხით გაჭედილ სივრცეში ყოფნა, განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

 

მსგავსი თემები