გუშინ ლონდონში ეკოლოგიური პრემიის, „ეართშოთ პრაიზის“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. ეს დაჯილდოება პირველად ჩატარდა და მისი საპატიო სტუმრები პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გახდნენ.
ამ გამოსვლისთვის ქეითმა არჩევანი „ალექსანდრე მაქკუინის“ ღია იასამნისფერ კაბაზე გააკეთა. თითქმის თეთრ პალიტრაში გადასული იასამნისფერი გრძელი კაბა ულამაზესი ოქროსფერი ქამრით იყო გაფორმებული. ამ კაბაში ქეითი ჩვენ პირველად 10 წლის წინ ვნახეთ, როცა ის „ბაფტას“ ცერემონიაზე იმყოფებოდა.
აღნიშნული პრემიის ორგანიზატორი პრინცი უილიამი და სამეფო ოჯახია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ემა ტომპსონი, ემა უოთსონი, ედ შირანი და დევიდ ატერბოო.