წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებდა.
მათივე ცნობით, გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლიჯა ხეები და გზებზე მოძრაობა შეიზღუდა.
„მოგლეჯილმა ხემ ავტომობილი დააზიანა, მძღოლს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა“, – აღნიშნულ ინფორმაციაში.
??სტიქია წალენჯიხაში.
მთელი ღამის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებდა.
➡️გრიგალმა დააზიანა…Posted by წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality on ორშაბათი, 05 თებერვალი, 2024
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ სრულად გადახადა.