LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის ძალოსანი, მურმან თედორაძე არაერთი პრიზის მფლობელი იყო

269
BeFunky-collage (3)

ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯო­ჭო­ში სტი­ქი­ამ 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

1 ოქ­ტომ­ბერს, გვი­ან ღა­მით, უხვმა ნა­ლექ­მა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­მო­იწ­ვია, რის შე­დე­გა­დაც ჩა­მო­წო­ლილ­მა მი­წამ სახ­ლი და ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­ყო­ლა.

15 წლის მურ­მან თე­დო­რა­ძე დედ-მა­მას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა. მეხანძრე მაშველებმა ჯერ მისი მშობლების ცხედრები იპოვეს, 40-საათიანი ძებნის შემდეგ კი ბიჭიც აღმოაჩნეს.

როგორც ირკვევა, მურმან თედორაძე ძალოსანი იყო. მისი წარმატება კი, არაერთ ჯილდოს ითვლის.

თე­დო­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, ძა­ლო­სან­თა ეროვ­ნულმა ფე­დე­რა­ცი­ამ სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს პა­ტა­რა ძა­ლოს­ნის, 15 წლის მურ­მან თე­დო­რა­ძი­სა და მისი მშობ­ლე­ბის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ხელ­ვა­ჩა­ურ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა”,-ნა­თა­ვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე-6 კლასელ გოგონას, რომელიც სტიქიას შემთხვევით გადაურჩა, სახელმწიფო მეურვეობას გაუწევს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g