LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: რუსეთმა საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით

66
715 ფორტუნა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 2021 წლის, წლიური ანგარიშის წარდგენა.

„ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს შეამცირებს, მაგრამ რუსეთმა, საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით“. – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ის დახმარება, რომელიც ნატომ უკრაინის ჯარებს, წვრთნებისა და ტექნიკით უზრუნველყოფის სახით გაუწია, არის მიზეზი იმ მამაცობისა, „რამაც მსოფლიო შთააგონა“.

„წლიური ანგარიში ჩვენს მუშაობას ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, ჩვენი პარტნიორებისთვის მხარდაჭერასა და მომავლისთვის ჩვენს ადაპტაციას მოიცავს. ბოლო თვეებში, ჩვენი უსაფრთხოების გარემო მკვეთრად გაუარესდა. პრეზიდენტი პუტინის სასტიკი შეჭრა უკრაინაში შოკისმომგვრელია, მაგრამ არ არის გასაკვირი. ნატომ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაეწყო უკრაინაში. ჩვენ ყველაზე უარესისთვის მოვემზადეთ, მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ საუკეთესოსთვის.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით რუსეთის დიალოგში ჩართვას, მაგრამ რუსეთი თანმიმდევრულად გვტოვებდა და საბოლოოდ, გადაწყვიტა დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. გასული შემოდგომისთვის, ჩვენ ზომები მივიღეთ ჩვენი ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო მეტი ჯარი განვათავსეთ.

ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გავაძლიერეთ. აღნიშნული, უკრაინის ძალებისა და ინსტიტუტებისთვის, ნატოს მრავალწლიან დახმარებას ემყარება.

წლების განმავლობაში, მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით არიან უზრუნველყოფილი, ასევე მხარი დავუჭირეთ რეფორმებს. უკრაინული ძალები ახლა უკეთ გაწვრთნილი და უკეთ აღჭურვილი არიან, ვიდრე ოდესმე და ისინი, თავიანთ წვრთნასა და აღჭურვილობას, ფრონტის ხაზზე იმ სიმამაცით იყენებენ, რამაც მსოფლიო შთააგონა.

ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს შეამცირებს, მაგრამ რუსეთმა, საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით და არა სიტყვებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g