419 ჯილდო კანის მოვლაში და მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიოს 25 ქვეყანაში, სადაც ის სტრიების საწინააღმდეგო #1 გაყიდვადი საშუალება – ეს „ბიო-ოილია“, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე საქართველოშიც იყიდება.

ჩვენს ქვეყანაში „ბიო-ოილის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია „გეფა“ გახდა და დღეს ამ საშუალების შეძენა ქართველ მომხმარებელს შეუძლია ადგილობრივ სააფთიაქო ქსელებში.

ცნობისთვის, ბიოოილი კანის მოვლის ზეთი წარმოადგენს კანის მოვლის სპეციალურ პროდუქტს

, რომელიც დაგეხმარებათ  სტრიებითან ბრძოლაში. ის ამცირებს სტრიების გაჩენის ალბათობას ორსულობის პერიოდში, გარდატეხის ასაკში და  სწრაფი წონის მატების პერიოდებში, ასევე აუმჯობესებს უკვე არსებული სტრიების იერსახეს.

მისი უნიკალური ფორმულა შეიცავს 4 მცენარის ზეთს (ლავანდა, გულყვითელა, როზმარინი, გვირილა) 2 ვიტამინს (A და E ვიტამინებს), და რევოლუციურ ინგრედიენტს PurCellin ზეთს, რომელიც ამცირებს ზეთის სისქეს (კონსისტენციას) აუმჯობესებს მის შეწოვას და ხდის კომფორტულს გამოყენებისათვის.

წარმოებას რაც შეეხება, „ბიო-ოილის“ მწარმოებელი კომპანია არის „იუნიონ სვისი“, რომელიც სამხრეთ აფრიკული ქვეყანაა. სამხრეთ აფრიკაში ხდება პროდუქტის როგორც წარმოება, ისე შეფუთვაც.

მსგავსი თემები