LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: გამოვრიცხავ, პრეზიდენტს უსმენდნენ – წლების წინ იყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, მაგრამ ამის გამო გადამდგარი არავინ მინახავს

62
sozar-subari-2021-05-24-18-20-14-438752

„გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ – რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ- ერთი დემოკრატიული ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, მაგრამ ამის გამო გადამდგარი მე არავინ მინახავს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ, მაიკ გალერის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რამდენად რეალურად ხორციელდებოდა ზოგადად მოსმენა, მან არ იცის.

მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს, რამდენად ჰქონდა ადგილი უკანონო მოსმენებს.

„პრაქტიკულად გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ. შეუძლებელია ამის ლეგიტიმური საფუძველი არსებობდეს. თუ ვინმემ დაარღვია კანონი, ბუნებრივია აგებს პასუხს, გამოძიება მიდის სწრაფი ტემპით. ყოველ დღე იკითხება ათობით ადამიანი.

რეალურად მართლა არსებობდა თუ არა გარკვეული მოსმენები არ ვიცი, თუმცა, უშიშროების სამსახურს უფლება აქვს ლეგიტიმური მოსმენები ჩაატაროს და ის, რაც ამ ფაილებშია, შეიძლება ზოგი იყოს ლეგიტიმური, ზოგი მოგონილი, ზოგი უკანონო მოსმენა. ამ ყველაფერს დაშვების თვალსაზრისით ვამბობ, თორემ ინფორმაცია არ მაქვს,“ – განაცხადა სუბარმა.

დეპუტატი ე.წ ფარული მოსმენების საკითხზე შესაძლო თანამდებობის პირების გადადგომის თემასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ვიდრე არ ვიცით, რა მოხდა რეალურად, ვერავის გადადგომა ვერ მოხდება.

„რაც შეეხება გადადგომას, როცა არ ვიცით, რეალურად რა მოხდა, ვერავის გადადგომა ვერ მოხდება. ბატონ გალერის რა ინფორმაცია აქვს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მსგავსი სკანდალები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებში იწყება ხოლმე. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ უთხრა, რომ მასაც უსმენენ.

როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, საყოველთაო მოსმენების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფუნქციონირებად დემოკრატიაში პასუხისმგებელი პირი გადადგებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები