საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის გამო დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმი 21 აპრილამდე გასტანს, აღდგომის დღესასწაული კი 19 აპრილსაა. საგანგებო მდგომარეობის დროს რიგ შეზღუდვებთან ერთად, ათ ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.
ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა – ილია მეორე
საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. შალვა კეკელია რუსთავი 2-თან ინტერვიუსას ამბობს, რომ ურჩევნია ციხეში მოხვდეს, ვიდრე აღდგომის დღესასწაულზე წირვაზე ვერ წავიდეს.
“მე რომ, მაგალითად, მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ. სულ რომ მოვკვდე, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს ვერ დავთმობ ეკლესიას. აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველა ქრისტიანისთვის. ურწმუნოება მომკლავს, თუ ვირუსი მომკლავს… მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წამოვიდე. მე მაგალითად მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე”, — ამბობს მღვდელი შალვა კეკელია.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე - რა წერია პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში
პრეზიდენტმა "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" დეკრეტი გამოსცა.