ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია შაბათ დღეს ოჯახთან ერთად კახეთში ატარებს.
„ნინია და ლილია“, – წერს ინგა და შვილიშვილთან და ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტომ სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და დადებითი ემოცია გამოიწვია.
„საყვარელი ნინიას მშვენიერი ბებო“,
„ბებო ხარ სუპერ“, – წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ინგა გრიგოლიამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ისაუბრა, როგორ დაიკლო წონაში. მისი თქმით, ბებია რომ გახდა, გადაწყვიტა, კუჭის ოპერაცია გაეკეთებინა.
„ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ.. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია