საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია აცხადებს, რომ დედასთან მანანა არჩვაძე გამსახურდიასთან არაფერი საერთო არ აქვს.
ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
„არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველა ზღვრებს გადავიდა. ვისაც ჩვენი ოჯახისათვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს.
არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს, იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე” – წერს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და მანანა არჩვაძის შვილი, გიორგი გამსახურდია საკუთარ twitter-ის გვერდზე.