LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდეს, ერთ ადამიანს, ერთ პარტიას ემსახურება – ხაზარაძე

35
მამუკა

უკვე მივეჩვიეთ, რომ „ქართული ოცნება“ ყოველი არჩევნების წინ ზუსტად ერთი დღით ადრე აღმოაჩენს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ ანტისახელმწიფოებრივ მოვლენას. რამდენიმე დღის შემდეგ ვხვდებით, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ პარტიას ემსახურება.

„ამ ტყუილებით ხალხი დაიღალა. სუს-ი, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდეს, ერთ ადამიანს, ერთ პარტიას ემსახურება. ეს დაუშვებელია. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა შეიცვლება, სუს-ი სამუდამოდ ხალხის სამსახურში ჩადგება“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ხმა მისცა კოალიციას. 

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები