LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუსი და პოლიცია რომ მოქალაქეებზე თავდასხმებს აორგანიზებდეს – ამ პრაქტიკას ამოვძირკვავ რადაც არ უნდა დამიჯდეს, პირობას ვდებ“ –  მშვილდაძე დავას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს

139
მიშა მშვილდაძე

„ჩემზე თავდასხმის გამოძიება დასრულდა ისე, რომ არ დადგენილა 4 თავდამსხმელიდან ერთ-ერთის ვინაობა, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ პირი სუსის ან პოლიციის თანამშრომელი“, – წერს სოციალურ ქსელში ტვ „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე და ამბობს, რომ დღეს, მასზე თავდასხმის საქმეს გამოძიება სასამართლოს გადასცემს, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა.

„ფორმულას“ ცნობით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი ფიგურირებს – რას აცხადებენ უწყებაში 

როგორც მშვილდაძე აღნიშნავს, ამ ფაქტზე სამართლებრივი დავის გაგრძელებას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გეგმავს.

მიშა მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მიშა მშვილდაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დასრულდა ისე, რომ ვერ დაადგინა თავდამსხმელებით წრეებზე მოძრავი ორი „ბე-ემ-ვეს“ ნომრები და მასში მჯდომი მძღოლები და პირები, არ დაუდგენია ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთის (სათვალიან-ქუდიანი პირის) ვინაობა, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ ეგ სათვალიან-ქუდიანიც ან სუსელია ან პოლოციელი და ეს ორი „ბე-ემ-ვეს“ რომ პოლოციის ან სუსის ოპერატიული მანქანებია, მაგაზეც ეჭვიც აღარ დარჩა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ 112 ის კამერების ჩამაწერები გამოძიებას არასრულად მიაწოდა და დაუმალეს ორი მხარე, ვაჟა-ასათიანის გზაჯვარედინის ოთხი მიმართულებიდან მხოლოდ ის ორი მიმართულება მისცეს, სადაც ეს მანქანები არ მოძრაობენ და სადაც მოძრაობენ ის ჩანაწერები დამალეს და გააქრეს.

ამ ჩამაწრრებში ამ მანქანების ნომრები და მასში მსხდომი პირები კარგად და ნათლად გამოჩნდებოდნენ, მაგრამ არ ამოიღო გამოძიებამ – საეჭვოდ არ გეჩნებათ-თქო რომ ვკითხე, რავა არა, მარა 112-ში მტკიცებულებების დამალვისთვის ცალკე საქმის აღძვრის უფლება არ მაქვს პროკურატურამ უნდა ქნას ეგო.

პროკურატურა კიდევ რაც მოიპოვეს, იმ მტკიცებულებების გადმოცემაზეც რაღაც სულელურ შეზღუდვებს იგონებს, რომ არ მოგვცენ. აგრეთვე არ ამოუღიათ სატელეფონო ანძების ჩანაწერები – მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ტელეფონზე ეს თავდამსხმელი გუგეშაშვილი, სუსელი გიორგი მუმლაძე და კიდევ რამდენიმე საეჭვო ფიგურანტი – რომელთა ვინაობის დადგენაზე საუბარიც აღარაა – ცალკე მიამიტობის პიკია.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

სუსის იდიოტურ გამართლებას, სხვა პირს ვუთვალთვალებდითო, როგორ ენდო გამოძიება უსიტყვოდ და ჩაძიების გარეშე – სუსი ბოდავს, რომ პირი, რომელსაც იმ დღეს იქ უთვალთვალებდნენ, ჯერ იყო მცხეთაში მერე ამერიკის საელჩოში, მერე „რუმსში“ და ბოლოს გმირთა მოედანზე ჩავიდა მანქანით და იქ აღარ გავაგრძელეთ თვალთვალიო, არამედ ვაჟა-ფშაველაზე დელისთან „დავუსადკავეთო“, და კიდევ საცხოვრებელი სახლის მისამართზეო (რომელიც დელისთან არ მდენარრობს) და მერე სახლთან შევნიშნეთო, დელისთან არ გამოჩენილაო.

„მე ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, ვცემე მიშა მშვილდაძე – მიზეზია ისაა, რომ აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს“ – მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავდასხმის შესახებ Facebook-ზე წერს

ეს ყველაზე სასაცილო ნაწილია – ანუ ვისაც “უთვალთავლებდნენ”, დელისზე ის არ მოსულა. მუმლაძე და სასტავი რომ ელოდნენ ხო არ გამოჩნდებაო აქაო, ან სახლთანო – ორგან ელოდნენ და სახლთან მისულა ის – ვინ იფიქრებდა სმნ.

მოკლედ ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს და ასე ერთ წელიწადში გეტყვით სტრასბურგზეც, გაქოცდნენ ეგენიც საბოლოოდ თუ არა.
მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის საერთოდ

ყველა დამნაშავე დაისჯება, გუგეშაშვილ-მუმლაძე-ქუდიან-სათვალიან-ბეემვესმძღოლებიან-სუსისუფროსიან-ღარიბაშვილ-კობახიძე-ბიძინაივანიშვილიანად – ყველა აბსოლუტურად.

სუსი და პოლიცია რომ მოქალაქეებზე თავდასხმებს აორგანიზებდეს – ამ პრაქტიკას ამოვძირკვავ რადაც არ უნდა დამიჯდეს, პირობას ვდებ მისი დაფიცებით, დაგინებით და თვალების ბრიალით.“ – წერს მიშა მშვილდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g