LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება “ომიკრონის” დადასტურება… რამდენიმე შემთხვევაა, როცა PCR-ით არ დადასტურდა ვირუსი” – კლინიკური ექსპერტი მოქალაქეებს მიმართავს

3456
BeFunky-collage (7)

კლინიკური ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი “ომიკრონის” მსუბუქ მიმდინარეობას უსვამს ხაზს და ამავდროულად, აღნიშნავს, რომ თუკი ადამიანს გამოუვლინდება რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელო სიმპტომები, აუცილებელია სახლში დარჩეს.

“ხშირ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით, „ომიკრონი“ უფრო მეტად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს არ გავუფრთხილდეთ. ამავე დროს გვაქვს როგორც „დელტას“ და „ომიკრონის“ შტამები, ისე სეზონური გრიპი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის.

სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ შტამის დადასტურება. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც PCR ტესტითაც არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები: ცემინება, სურდო, ყელისა და კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. სიფრთხილე არ გამოიჩინოს.

ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანი არ გახდეს წყარო ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში, შემდგომში შესაძლოა აღმოჩნდეს „ომიკრონის“ შტამი”, – განუცხადა მაკა ბულეიშვილმა “ინტერპრესნიუსს”.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. 

გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა იყო დადასტურებული.

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 5381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1065 პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g