LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: „ღარიბაშვილის მამას მოვთხოვთ, აჩვენოს ფულის წარმომავლობა“

194
ing

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ეხმიანება განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

ირაკლი კობახიძე: პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს – ყველაფერი არის სუფთად, იმ პარტიის ბელადისგან განსხვავებით, რომელიც ამ თემით სპეკულირებს

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ახლა მათ კითხვები აქვთ პრემიერის მამის ფულის წარმომავლობაზე.

„სულ მქონდა ეჭვი მის ინფანტილიზმთან დაკავშირებით და ეს არის უბრალოდ დასტური, რომ ის არის ძალიან ინფანტილური ადამიანი უბრალოდ ახლა განაცხადა, რომ ასეთი ვარო, პრაქტიკულად ეს თქვა.

ახლა ისე აიჭრებიან, რომ ერთმანეთზე უარეს ინფანტილურ განცხადებებს გააკეთებენ. რომ ჩავუღრმავდეთ, წარმოგიდნიათ რა თქვა? რომ პირველ პირს, მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა თურმე 34 ათასი გადაუხადა.

აქ საუბარი არის, სად იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება და უკვე გამოიკვეთა. პირველმა პირმა გადაწყვიტა, რომ აჩვენოს ფულის წარმომავლობა მის მამასთან. ახლა მის მამას მოვთხოვთ, ფულის წარმომავლობა აჩვენოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

ამის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

ამავე თემაზე:

მთავრობის სტრატკომი: რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა

„თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს – იმდენად შეერყა რეპუტაცია, „ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით?“ – იაგო ხვიჩია 

„ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა“ – „ლელო“ პრემიერის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის

ღარიბაშვილი: „ყოფილი ხელისუფლება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებსაც სწავლას ბიუჯეტიდან უფინანსებდა.. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ვასწავლეთ“

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა 

კახა კალაძე – ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება, საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, შვილის სწავლის დაფინანსება

“პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს” – NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g