პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში “სიკეთის ქალაქის” მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ნაჩვენებია 14 წლის ობოლი ბიჭი, რომელიც ჯართს აგროვებს, რათა პატარა და-ძმას საჭმელი უყიდოს.
„ჯართს აგროვებს პატარა ობოლი ბიჭი, ყოველდღე არაო, წვიმის მერე, წვიმის მერე უფრო მეტი ჯართიაო ამბობს და ცრემლები ღაპაღუპით სდის 5 ლარი გამომდისო, საჭმელი არ გვაქვს სახლშიო. “ჯართად” აქცია ჩემი მიწა , ჩემი სამშობლო, ერთმა მდიდარმა ოლიგარქმა, ბეჭებზე დასცა ჩემი ქვეყანა, ღირსებააყრილად აქცია.
დიახ, ამ ქვეყანას , ამ წალკოტს აღარავინ, არავინ მოიხსენიებს უკვე საზღვარს იქით, პასპორტი ჩვენი ქვეყნის მეორეხარისხოვანი გახდა , მექსიკის საზღვარს კვეთენ ბავშვებით ზურგზე მოკიდებული ქართველები, ტალახიან ეკალბარდებიან გზას გადიან, ზღვას, ჭაობს, შლამს გაივლიან ან ვერ გაივლიან და იქვე თვალებგახელილები რჩებიან , ან თვითმფრინავის საბარგულში პოულობენ უპატრონო უცნობ ცხედრად, ნანატრი თავისუფლების ძიებაში თუ სარჩო-საბადებლის ძიებაში ისინი ტოვებენ საქართველოს ,
ჩემი ამაყი ქართველები აღარ იბრძვიან?! ჩემი ამაყი ქართველები დაიღალნენ?!
ჩემი ამაყი ქართველები გამოიფიტნენ?!
⭕14 წლის ობოლი ბიჭი ქობულეთიდან, რომელიც ჯართს აგროვებს, რომ პატარა და-ძმას საჭმელი უყიდოს…?
⭕14 წლის ობოლი ბიჭი ქობულეთიდან, რომელიც ჯართს აგროვებს, რომ პატარა და-ძმას საჭმელი უყიდოს…?
? სერგი თურმანიძე ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში ცხოვრობს. სერგის დედას ალიონა ჰქვია. მამა ერთი წლის წინ დაეღუპათ.სერგი 14 წლისაა, დიანა 13 წლის და დანიელი 3 წლის. – წერს „სიკეთის ქალაქი“
⭕სერგის დახმარების მსურველებმა ანგარიშის ნომრები იხილეთ კომენტარში?
#fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 07 ნოემბერი, 2022
ბადე შემორტყმული საქართველო გულს მიკლავს შეურაცხმყოფელს ხდის ყოფას -” შენ გალიის ჩიტი ხარ და სხვაგან ვერ იგალობებ!“,- წერს თაკო ჩარკვიანი.