LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩხეიძე: „შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველას ერთად გვბომბავენ… მაგრამ სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, იქ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ!“

4989
tako203

თაკო ჩხეიძე რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ეხმიანება და წერს, რომ მიუხედავად უკრაინისადმი დიდი მხარდაჭერისა, გამოსვლებზე საკუთარ თავს ვერ ხედავს:

„ჩემო  საყვარელო ხალხო, ნაცნობებო, მეგობრებო თუ უცნობებო, დამეთანხმებით, რომ საოცრად ემოციური ფონია და დაძაბულობა პიკს აღწევს…

დარწმუნებული ვარ, ყველა ერთნაირად განვიცდით რაც ხდება ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში… მე პირადად 6 ღამეა არ მძინებია, შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველას ერთად გვბომბავენ…

აქ ისეთებს ვკითხულობ, რომ მართლა გული მტკივა, უკვე მერამდენედ უნდა ვჯიჯგნოთ ერთმანეთი… სანამ ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით და ვლანძღავთ, იქ, იმ მიწაზე უდანაშაულო ხალხს ხოცავენ, მტერი არ ჩერდება და პირიქით, უფრო მძვინვარებს…

ტაშის დაკვრა კარგია, მაგრამ დროულად თუ არ იმოქმედა ევროპამ, ამერიკამ, სრულიად განადგურდება მეგობარი ქვეყანა და იქ მცხოვრები უდანაშაულო ხალხი…

აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამე, ვიტყვი და მეტს აღარ გავიმეორებ, ვიზიარებ და რა თქმა უნდა, ვუერთდები ყველანაირ პროტესტს, მაგრამ სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, იქ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ!

მშვიდობა უკრაინას, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, Slava Ukraini!“

ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g