გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე, მსახიობი და მოცეკვავე თაკო ტაბატაძე კიდევ ერთხელ აქვეყნებს პოსტს და მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მისი პირადი ცხოვრების შესახებ მედიით გავრცელებული ამბების შემდეგ თანადგომა გამოუცხადეს.
“მადლობა ყველა იმ ჯანსაღ და ადეკვატურ ადამიანს რომელიც ჩემ გარშემოა!!! თქვენ მე მაძლიერებთ!!!”, – წერს თაკო ტაბატაძე.
შეგახსენებთ, თაკომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი მეუღლე, გია ბაღაშვილი ერთმანეთს უკვე მესამე წელია, დაშორებულები არიან.
თაკო ტაბატაძე: „მე და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ”