დღეს გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ მისმა რძალმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა. ცოტა ხნის შემდეგ კი გამოაქვეყნა მამამთილთან ერთად გადაღებული ფოტო და დაწერა:
„Partner in crime – ვეგონე, სიგარეტს მართმევდა, ნანას რომ არ დაენახა.
აღდგომას გამახსენდა, რომ წითელი კვერცხები არ მაქვს – დავრეკე ნანასთან, ლელომ აიღო.
მეთქი, კვერცხები დამავიწყდა და ნანა ხომ მიშველის? (დედაჩემიც არ იყო).
გიშველის, მაგრამ შენ ჰკითხე – მე არ მელაპარაკებაო.
მეთქი, რატომ, ლელო ბიძია? სიგარეტი მოწიეთ?
არა, ამჯერად თბილად არ ჩავიცვიო.
როგორ უვლიდა თავის ქმარს, უნდოდა, რომ დიდხანს ეცოცხლებინა“.