LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია: ვრჩები თანამდებობაზე, პირველ მოადგილედ – სხვა საკადრო ცვლილებები არ არის

290
გაბუნია ახალ მინისტრთან ერთად

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და შესაბამისად, ცვლილებები ამ მხრივ არ განიხილება.

რაც შეეხება უწყებაში არსებულ ვითარებას და კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილის საკადრო ცვლილებებს, გაბუნიამ უპასუხა, რომ სხვა ცვლილებები ჯერჯერობით არ განიხილება. 

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური თანამდებობიდან საკუთარი ნებით წავიდა და ეს გადაწყვეტილება გადატვირთულობით განმარტა.

„მან გადაწყვიტა თანამდებობიდან წასვლა და მის ნაცვლად ახლა, ბატონი ილია ღუდუშაურია. ვერ გეტყვით მიზეზი რა გახდა, როგორც მან თქვა, ცოტა გადაიტვირთა და მისთვის უკეთესი იქნებოდა, ცოტა ხანი დაისვენოს. მინისტრი პირველ დღეებში ძალიან სწრაფად და კარგად გაერკვა ყველაფერში და ვფიქრობ, რომ პანდემიის მართვის პირობებში, გუნდისთვის მისი გამოცდილება ძალიან დიდი დახმარება იქნება. მე ვრჩები თანამდებობაზე, პირველ მოადგილედ. სხვა საკადრო ცვლილებები არ არის“, – განუცხადა ტვ „პირველს“ თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ის მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა – ვინ წარადგინა ახალმა მინისტრმა