ცნობილი სოპრანო თამარ ივერი გამომწერებს სოციალურ ქსელში დედის დღეს ულოცავს და წერს, რომ უკრაინაში ბევრ ქალს მისალოცად არ აქვს საქმე, რადგან ბოროტმა დემონმა ასეთი დედის დღე გაუთენა:
„დილიდან დედის დღეს გვილოცავს ყველა, თუმცა ამინდი და ჩემი განწყობა იმ დედების სოლიდარულია, ვინც უდანაშაულოდ სიცოცხლეს გამოეთიშა, ან ახლა უკრაინის ბუნკერებში და მეტროებში ზის, ვინც იქ ახლა ემზადება დედობისთვის, ან იქვე ახლახან გახდა დედა და მათ ბოროტმა დემონმა ასეთი „დედის დღე“ გაუთენა!!! მათ მისალოცი არაფერი აქვთ დღეს!“