LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზამ დედასთან ერთად ბინა იყიდა: „თბილისში ბინა ძალიან მინდოდა…“

426
თამაზა

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტმა თამაზამ მართალია, პროექტში ბინა ვერ მოიგო, მაგრამ სამაგიეროდ, თავად შეიძინა, დედასთან ერთად.

„მე და დედას გეგმაში გვქონდა ბინის შეძენა და შევიძინეთ კიდეც მშენებარე კორპუსში. თბილისში ბინა ძალიან მინდოდა. დედა ზუსტად ამიტომ წავიდა იტალიაში. ახლა კი მთელი ცხოვრება უნდა ვიხადოთ მისი საფასური, მაგრამ არა უშავს. „პრაიმ ჰაუსიც“ დასრულდა და ამ ბინის შენებაც. ახლა თეთრი კარკასია და მალე უნდა დავიწყო გარემონტება. ხალხიც უნდა ჩავრთო ამ პროცესში. ძალიან განსხვავებული, არასტანდარტული რემონტის გაკეთება მინდა…“, ამბობს თამაზა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

„გამაფრთხილე, რომ არ გამოვჩენილიყავი..“ – თამაზას ემიგრანტი დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

თამაზა: „მე მანდ მისული ვარ გასართობად, კარგს ვჭამ, კარგს ვსვამ, ივენთებზე დავდივარ, არ ვარ ამბიციური და მატერიალისტი ადამიანი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები