LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თან ონლაინ კლასი უნდა აკონტროლონ, თან აუხსნან, დაიჯერონ ან არ დაიჯერონ რომ “მას გუშინ ვაიფაი გამოირთო”- ეკა ხოფერია მასწავლებლებზე

211
Capture

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თანადგომას უცხადებს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც პანდემიის გამო გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში ჩატარება და ბევრ გამოწვევასთან გამკლავება უწევთ.

“ონლაინ გაკვეთილების კონტექსტში აუცილებლად დასაწერი:
ამდენს ვწუწუნებთ მშობლები( ვფიქრობ, ძლიერ სამართლიანადაც), მაგრამ მასწავლებლებზე არავინ ვწერთ.
არ მგონია, ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ზოგჯერ გაკვეთილს ნახევრადგამოუძინებელი ბავშვების გაღვიძებით რომ იწყებენ)))
თან ონლაინ კლასი უნდა აკონტროლონ, თან აუხსნან, დაიჯერონ ან არ დაიჯერონ რომ “მას გუშინ ვაიფაი გამოირთო”, “მას რვეული არ მაქვს და ფურცელზე რომ დავწერო” ან… ნიკოლა შემო მერე ჩათში … და თან სიმშვიდე შეინარჩუნონ)
მოკლედ, ჩემი თანადგომა მასწავლებლებს. ერთად რამეს ვიზამთ და გავალთ ფონს, ძვირფასებო,”- წერს ჟურნალისტი.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3377164752330289&id=100001103923806

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები