LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა, მისი მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია“ – აშშ-ის ელჩი ილია ჭავჭავაძის სახლს ესტუმრა

190
უსათაურო დიზაინი

საქართველოში ამერიკის ც

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკის მისიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას:

„ამერიკელებისთვის „დამფუძნებელი მამების“ ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა.

მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას.

მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები