საქმე „სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ“ დასრულებულია.
მეორე ინსტანციის სასამართლომ დადგინა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და შალვა რამიშვილს თათია სამხარაძის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
თათია სამხარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება.
საქმე; სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება, დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.
2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ “შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო”. სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე.
ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა.
დღეს, მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება.
ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა.
თუ ჩემი გზა, ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია
https://www.facebook.com/tamar.samkharadze.737/posts/535553843518711
საქმე „სამხარაძე- რამიშვილის წინააღმდეგ“ ეხებოდა სექსუალურ შევიწროებას, რომელსაც თათია სამხარაძისა და მისი უფლებადამცველების თქმით, თათია მისი უშუალო ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილისგან განიცდიდა წლების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება გამოიხატებოდა შალვა რამიშვილის მიერ გამუდმებული სექსუალური შინაარსის კომენტარებში თამარის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ასაკზე, სქესსა და პირად ცხოვრებაზე. აღნიშნული ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს, რაც შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა.