LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავადაც მუდამ ვითარდება.. მოსწავლეებს კარგ მოქალაქეებად აყალიბებს“ – გოგა ჩანადირი წერს, როგორი უნდა კარგი მასწავლებლის თვისებები

226
გოგა ჩანადირი კარგი მასწავლებლის თვისებებზე

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მიუთითებს იმ თვისებებზე, რომელიც მისი აზრით, კარგ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

„როგორია კარგი მასწავლებელი?

კარგი მასწავლებელი:

✅ შთააგონებს

✅ მოსწავლეებს არ კიცხავს

✅ სწავლას ახალისებს

✅ აღიარებს, რომ რაღაც არ იცის და შეკითხვაზე პასუხს მოამზადებს

✅ არაფორმალურ განათლებას მიმართავს

✅ მოსწავლეებს პირადად ესაუბრება არასასკოლო თემებზე

✅ ურთიერთობები აქვს მოსწავლეების ოჯახის წევრებთან ბავშვის საკითხებზე

✅ არ ადარებს სხვა მოსწავლეებს

✅ ქმნის ჯანსაღი შეჯიბრების პირობებს

✅ მოსწავლეებს რთავს სასკოლო ცხოვრებასა და აქტივობებში

✅ არ იქცევა ისე, რომ მუდამ მართალი ჰგონია საკუთარი თავი

✅ ახერხებს მოსწავლეებს განუვითაროს უნარები

✅ გულმოდგინედ ასწავლის და არა აზეპირებს

✅ სწავლისთვის იყენებს თამაშის მეთოდებს

✅ გაკვეთილებს ზოგჯერ არასასკოლო გარემოში ატარებს

✅ საჭიროებისამებრ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობს

✅ მოსწავლეებს სამართლიანად აფასებს

✅ არ ქმნის მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან საჩუქრების მიღების წინაპირობას

✅ მუდამ ვითარდება თავადაც

✅ მოსწავლეებს აყალიბებს კარგ მოქალაქეებად“, – წერს facebook-ზე გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g